2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ეროვნულ ფორუმს"
მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს ყველა რეგიონში ეყოლება.
კანდიდატები პარტიის ლიდერმა, კახაბერ შარტავამ წარადგინა.
ქუთაისში #48 ოლქში "ეროვნული ფორუმის" მაჟორიტარობის კანდიდატი
ქუთაისის საკრებულოს წევრი კახაბერ დვალიშვილი იქნება. ის
საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი 2014 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის შემდეგ გახდა.
რაც შეეხება იმერეთის მუნიციპალიტეტებს თერჯოლა-ტყიბულის N50
მაჟორიტარულ ოლქში პარტიის კანდიდატი მაია კლდიაშვილი, ზესტაფონის N52
მაჟორიტარულ ოლქში მერაბ ფაჩულიძე, ვანი-ხონის N54 მაჟორიტარულ ოლქში
– ვლადიმერ კახიანი და საჩხერის N 53 მაჟორიტარულ ოლქში, მალხაზ
აბრამიშვილი იქნებიან.
მასალის გამოყენების პირობები