"ქუთაისიპოსტზე" გასული
სიუჟეტის შემდეგ, სოციალურად დაუცველ ჯეჯეიების
ოჯახს "პარკინგსერვისმა" საჩუქრები გადასცა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ორგანიზაციამ ახალ ინიციატივას -
"გაიღე მეტი ქველმოქმედებისათვის!" ჩაუყარა საფუძველი.
"რამოდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის
საფუძველზე, "პარკინგსერვისმა" გადაწყვიტა, რომ მარიამობის
დღესასწაულთან დაკავშირებით ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ლტოლვილ
მრავალშვილიან ჯეჯეიების ოჯახს დახმარებოდა," - განმარტავენ
"პარკინგსერვისში".
ჯეჯეიებს საჩუქრად საარსებო სასურსათო პროდუქტები და სამახსოვრო
ბროშურები გადასცეს.
სოციალურად დაუცველი ჯეჯეიბი დევნილები არიან. 12 სულიან ოჯახს, სადაც
6 მცირეწლოვანია, უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება.
მასალის გამოყენების პირობები