იმერეთის რეგიონის ჟურნალისტებმა ხონში კინჩხას ჩანჩქერის მიმდებარე
ტერიტორია პლასტმასის ნარჩენებისგან დაასუფთავეს.
აქცია პროექტის "სუფთა გარემო ჩვენი კეთილდღეობისთვის" ფარგლებში
გაიმართა.
"მნიშვნელოვანია, რომ ხონში არსებული უნიკალური ბუნების ძეგლები უფრო
მეტად ცნობადი გავხადოთ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ამისთვის კი აუცილებელია ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად გამართული
იყოს," – განაცხადა პროექტის კოორდინატორმა, მარიკა ვაჭარაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტში არსებულ
ბუნების ძეგლებთან ნარჩენებისთვის ურნები, მოსასვენებელი სკამები,
ქართულ და ინგლისურ ენაზე დამზადებული საინფორმაციო დაფები
განთასდება.
ასევე, ვიზიტორებისთვის ხონის ორენოვანი რუქა მომზადდება.
პროექტის მიზანია ხონის მუნიციპალიტეტი ვიზიტორებისთვის მიმზიდველი
გახდეს, რაც დამატებითი შემოსავლების მომტანი იქნება.
პროექტს "სუფთა გარემო ჩვენი კეთილდღეობისთვის" რეგიონალური
ინიციატივების ცენტრის "ნათელი მომავალი" ახორციელებს. მას
სტრატეგიული კვლევებისა და განვითრების ცენტრი აფინანსებს.
2015 წლის 15 იანვრიდან საქართველოში "ნარჩენების მართვის კოდექსი"
ამოქმედდა. მუნიციპალური ნარჩენებით, გარემოს დაბინძურება სხვადასხვა
ოდენობის
საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები