შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს
მაშველებმა სვანეთში, თეთნულდზე მყოფი გერმანელი და ებრაელი ტურისტები
გადაარჩინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება იმის
შესახებ, რომ სვანეთში, მწვერვალ თეთნულდის მიმართულებით მიმავალი 2
ტურისტი სამი დღის განმავლობაში კონტაქტზე აღარ გამოდიოდა.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში მაშველთა ჯგუფი და შსს-ს სასაზღვრო
პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. უცხოელი ტურისტების პოვნა და მათი
უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა დროულად მოხერხდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მაშველებმა მიმდინარე წელს, მთაში
წარმატებით ჩატარებული სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად,
უკვე 30-მდე ტურისტის გადარჩენა შეძლეს.
მასალის გამოყენების პირობები