მრავალშვილიანი ნანა დეისაძე ქუთაისის პოლიციის მეორე
განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.
უფლებადამცველის ინფორმაციით, 5 შვილის დედას საცხოვრებელი სახლის
დატოვებისთვის ერთდღიან ვადას აძლევენ.
ადვოკატის ცნობით, წინააღმდეგ შემხთხვევაში, საქმე სხვის საკუთრებაში
უკანონოდ შეჭრის მუხლით აღიძვრება, რაც 3 წლით თავისუფების აღკვეთას
ითვალისწინებს.
ქუთაისში კლდიაშვილის ქუჩის მეექვსე შესახვევის N 19 ში მცხოვრებ ხუთი
მცირწლოვანის დედას, ნანა დეისაძეს მევახშეებმა სახლი გაუყიდეს.
ის იწმუნება, რომ კერძო იპოთეკარმა სესხის დაბრუნების საშუალება არ
მისცა და მისი კუთვნილი სახლი თაღლითურად მიითვისა.
"2008 წელს ავიღე სესხი კერძო პირისგან 4000 დოლარი, თუმცა როცა
მივედი ოფისში პროცენტის გადასახდელად, ორგანიზაცია აღარ არსებობდა,"
- ამბობს დეისაძე
მისივე თქმით, კერძო იპოთეკარს, ნანა ქართველიშვილს, წინასწარ ჰქონდა
მისი ქონების მითვისება განსაზღვრული.
"სესხი იმ მიზნით ავიღე, რომ მეუღლე გამიხდა ავად, ასეთ დროს ჩემთვის
მთავარი იყო მეშოვა ფული და არ დავკვირებივარ ხელშეკრულების პირობებს,
ჩემი ნდობით კი მან თაღლითურად ისარგებლა," - ამბობს ნანა
დეისაძე.
დეისაძეები ამბობენ, რომ 2008 წლიდან დღემდე იპოთეკით დატვირთული
სახლი მათი გაფრთხილების გარეშე მეოთხედ გაიყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი სახლი ოფიციალურად სხვა პირის
საკუთრებას წარმოადგენს, ოჯახი ამ დრომდე იქ ცხოვრობს.
მრავალშვილიანი დეისაძეები ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია
რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები