შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა მესტიაში,მწვერვალ შხარაზე
პოლონელ ტურისტებს დახმარება დროულად აღმოუჩინეს.
შსს განცხადებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ
"112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ 2 პოლონელ ტურისტს დახმარება
ესაჭიროებოდა.
ერთ-ერთი მათაგნი, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, მრავლობითი
მოტეხილობების გამო, გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.
"შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მესტიის
სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე
ოპერატიულად მივიდა. ტურისტების დასახმარებლად, თბილისიდან დამატებით
ამავე სამმართველოს სამაშველო ჯგუფიც გაემგზავრა. ღონისძიებაში
ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი", - აცხადებენ
სამინისტროში.
მათივე თქმით, მაშველებმა რთულ რელიეფურ პირობებში 3000 მეტრი
სიმაღლიდან დაზარალებულის უსაფრთხო ევაკუაცია მოახდინეს.
დაშავებული ტურისტი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში
გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები