იაკობ ქაჯაიამ რიოს ოლიმპიადაზე პირველი ორთაბრძოლა წარმატებით
დაასრულა.
ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავე წყალტუბოელი სპორტსმენი (130 კგ)
ასპარეზობაში დღეს ჩაერთო.
ქაჯაიამ ბრაზილიის სახელით მოასპარეზე სომეხი მოჭიდავე ედუარდ
სოგომონიანი აშკარა უპირატესობით 8:0 დაამარცხა და 1/8 ფინალში
გადასვლის შანსი მოიპოვა.
მომდევნო წრეში მისი სავარაუდო მეტოქე უკრაინელი ალექსანდრ ჩერნეცკი
იქნება. წარმატების შემთხვევაში, ქართველი მეოთხედფინალში რუს სერგეი
სემიონოვს დაეჭიდება, ნახევარფინალში კი კუბელ ლოპოზ ნუნიესთან
მოუწევს შეხვედრა.
კუბელი მოჭიდავე 2-გზის ოლიმპიური და 5-გზის მსოფლიო ჩემპიონია.
ბადის მეორე მხარეს კი თურქების მსოფლიო ჩემპიონი რეზა კაია
გახლავთ.
ასევე, 1/8 ფინალში გავიდა 85 კგ-ში მოასპარეზე რობერტ კობლიაშვილი,
რომელმაც მექსიკელ ალფონსო ანტონიო ლეივა იეპესს 5:0 მოუგო.
მასალის გამოყენების პირობები