ქუთაისში, ობიექტების მშენებელი კომპანიები ვალდებული იქნებიან
ორწლიანი საგარანტიო ვადის პერიოდში ფასადების მოვლა-პატრონობა
უზრუნველყონ.
აღნიშნული პირობა "ქალაქის ტერიტორიების გამოყენებისა და
განაშენიანების რეგულირების წესის" მიხედვით არის განსაზღვრული,
რომელიც ძალაში თვის ბოლოს უნდა შევიდეს.
"საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მშენებლობის ნებართვის მფლობელი
ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ექსპლუატაციაში მიღებული
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარე-იერსახის მოვლა-პატრონობა,
რაც გულისხმობს გარემოს ზემოქმედების ან/და სხვა გარემოებების შედეგად
დაზიანებული ფასადის აღდგენა რეაბილიტაციას და ფერის განახლებას", -
ნათქვამია ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და
განაშენიანების რეგულირების წესში.
ამავე წესის მიხედვით, ეს პირობა ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ
ექსპლუატაციაში მიღებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები
გასხვისებულია და წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა
ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებას.
ქალაქის განაშენიანების რეგულირების წესი ქუთაისის მერის
მრჩევლების მიერ მომზადდა. ამავე რეგულაციის მიხედვით, მშენებელს
პარკირებისთვის მიწისქვეშა სართულის
მოწყობაც მოუწევს.
მასალის გამოყენების პირობები