2008 წლის აგვისტოს ომის 8 წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისში, ომში
დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ქალაქის მერიის,
საკრებულოსა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
ომის დროს დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა
ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ.
მემორიალთან მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები და ომში დაღუპულთა
დედებიც იმყოფებოდნენ.
ქალაქის ხელისუფლებამ დაღუპულთა ოჯახებს 1000 -1000 ლარი გადასცა.
2008 წლის აგვისტოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები