ქუთაისის ბიუჯეტში 8 ოქტომბრის არჩევნებამდე ბოლო ცვლილება
განხორციელდა. ცვლილებების თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტის
მოცულობა 333 200 ლარით გაიზარდა.
რეგიონალური განვითარების ფონდიდან მიღებული თანხა შემდეგნაირად
განაწილდა. საბიუჯეტო პროგრამა " კორპუსი" 30 200 ლარი,
მარავალსართულიანი სახლების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა 12
700 ლარია განსაზღვრული.
საკრებულოს სხდომაზე, დღეს, საბიუჯეტო ცვლილებას
საკრებულოს დეპუტატების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. "რესპუბლიკელი"
დეპუტატის ნატო ქათამაძის განმარტებით, ადგილობრივ
თვითმმართველობას შეეძლო ბიუჯეტში ცვლილების შეტანისგან თავი
შეეკავებინა.
,ეს ყველაფერი წინასაარჩევნო მზადებად აღიქმება და სწორედ არჩევნებზე
გათვლილ პროექტებს ახორციელებთ. მაშინ, როცა, დღემდე
არის უყურადღებოდ დატოვებული ქუჩები, მაგალითად თავისუფლების
მე-4 შესახვევი, რომელზეც არც
SMK და არც მერია იღებს
პასუხისმგებლობას",-განაცხდა ნატო ქათამაძემ.
ანალოგიურად გააკრტიკა თვითმმართვლობის წარმომადგენლები საკრებულოს
"ლეიბორისტმა" წევრმა სამსონ გუგავამ. მისი თქმით, ეს ცვლილება არ იყო
ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ არჩენებამდე
მოესწროთ.
"ბუნებრივია, რომ ეს ჩაგეთვლებათ წინასაარჩევნო მზადებაში. რამდენიმე
დღეა დარჩენილი, ვიდრე საბიუჯეტი ცვლილებებზე შეზღუდვა დაიწყება და
ასეთ ცხელ პერიოდში, თქვენთვისვე არ იქნება მიზანშეწონილი
შიდამუხლობრივი ცვლილებები",-განაცხადა გუგავამ.
ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრების შენიშვნებს სხდომაზე
ქალაქის მერმა უპასუხა. მისი თქმით, ინფრასტურუქტრული
პროექტებს ვერ შეაჩერებენ და ბიუჯეტში დღეს დამტკიცებული ცვლილება
მნიშვნელოვანია.
"არამხოლო არჩევენებზე, არამედ, ზამთრის სამზადისზეც უნდა ვიფიქროთ.
რადგან საცხოვრებელ სახლებს გადახურვა სჭირდება", - ამ
არეპლიკით უპასუხა კოლგებს საკრებულოს უმრაველობის წევრმა, გურამ
ტოროშელიძემ.
საქართველოს "საარჩევნო კოდექსის" მიხედევით არჩევნებამდე 60 დღით
ადრე საბიუჯეტო ცვლილები აკრძალულია.
მასალის გამოყენების პირობები