ზეტაფონის მუნიციპალიტეტში არსებული შპს "საირხეს" დირექტორი, ცეზარ
მაღლაკლიძე, რომლის დაქვემდებარებაშია ე.წ. შავი ბაზრი, აცხადებს რომ
ობიექტს ხანძარი შეგნებულად გაუჩნიეს.
"მტრები მყავს და ვეჭვობ, რომ ცეცხლი შეგენებულად გაუჩინეს. ბოლო სამი
წლის გამავლობაში იყო იმაზე საუბარი, რომ ტერიტორია დამეთმო. მაგრამ
ამ ტერიტორიას ამ შემთხვევის შემდეგაც არ დავთმობ. ეს არის გზისპირა
ადგილი და ამიტომაც მოსწონთ", - აცხადებს ქუთაისიპოსტთან"
საუბარში ცეზარ მაღლაკელიძე. ის ამბობს, რომ კონკრეტულად ვინ
თხოვდა ტერიტორიას და რის სანაცვლოდ ეს საგამოძიებო
სტრუქტრების მოსაკვლევია.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-
ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლის გაჩენის შედეგად სხვისი ნივთის
დაზიანება განადგურებას ითვალისწინებს.
ზესტაფონის ბაზარში შემთხვევა
2 აგვისტოს, ღამით მოხდა. ადგილზე ხანძარს
ზესტაფონის, ქუთაისის, თერჯოლისა და ხარაგაულის სახანძრო -სამაშველო
სამსახურები ერთდროულად აქრობდნენ.
ბაზრის დირეტქორის , ცეზარ მაღლაკელიძის თქმით,
ზარალი 2 მილიონ ლარს აჭარბებს.
მასალის გამოყენების პირობები