"ნაციონალური მოძრაობა" დღეს, ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატების
კანდიდატებს დაასახელებს.
წინასწარ უკვე ცნობილია ორი კანდიდატის ვინაობა. 2016 წლის
საპარლამენტო არჩევნებში, ქუთაისის მაჟორიტარობისთვის აკაკი ბობოხიძე
და გია თევდორაძე იბრძოლებენ.
აკაკი ბობოხიძე სხვადასხვა წლებში 4 ჯერ იყო პარლამენტის წევრი. 2005
წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით და 2006 წლიდან 2008 წლის
ჩათვლით, იმერეთის გუბერნატორი იყო.
რაც შეეხება გია თევდორაძეს, იგი საქართველოს მე-8-ე მოწვევის
პარლამენტის წევრია. 2009-2012 წლებში კი ქუთაისის მერი იყო.
ვის დაასახელებს "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში მაჟორიტარობის
მესამე კანდიდატად, ჯერჯერობით უცნობია.
კანდიდატების წარდგენა 19:00 საათზე, მონ პლაზირის ტერიტორიაზე
შედგება.
მასალის გამოყენების პირობები