ქუთაისში, საუნივერსიტეტო ქალაქი, კერძოდ, ტექნოლოგიური
უნივერსიტეტი, სავარაუდოდ მუხნარის ტერიტორიაზე მოეწყობა.
ამ ეტაპზე გეოლოგიური სამუშაობი მიმდინარეობს თუ რამდენადაა
შესაძლებელი ტერიტორიაზე მშენებლობების განხორციელება.
ამის შესახებ ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ დღეს გამართულ
ბიზნეს საბჭოს სხდომაზე განმარტა.
"დაახლოებით ხუთი სხვადასხვა ადგილი განიხილებოდა. ეხლაც განიხილება
სხვა ადგილებიც თუ იქ გეოლოგიამ რაიმე სხვა დასკვნა დადო. მაგრამ
სავარაუდოდ, არ იქნება ასეთი პრობლემა რომ მშენებლობას შეექმნას
საფრთხე ", - განმარტა ქუთაისის მერმა.
მისი თქმით, მუხნარი იდეალური ადგილია ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის
მოსაწყობად, განსაკუთრებით სატრანსპორტო
კუთხით.
ის ამბობს, რომ საუნივერსიტეტო ქალაქის მოსაწყობად ტერიტორიის
შერჩევაში პირადად იყო ჩართული და ექვსი თვის განმავლობაში
ახორციელებდა ქალაქის ტერიტოარაიზე 50 ჰექტრი მიწის ნაკვეთის
შერჩევას.
ტექნოლოგიური უნივერისტეტის მოსაწყობად წყალტუბო-ქუთაისის გზის
მონაკვეთი, სათაფლიის და გელათი მიმართულებით არსებული ტერიტორიებიც
განიხილებოდა.
მასალის გამოყენების პირობები