სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელებს, პედაგოგის,
მათ დამხმარეებს კი აღმზრდელის სტატუსი 2017 წლის 1
სექტემბრიდან მიენიჭებათ.
ამის შესახებ ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
შესახებ" კანონპროექტში წერია, რომლის მიხედვითაც, ყველა
ბაგა-ბაღში მშობელთა საკონსულტაციო საბჭოები შეიქმნება.
ასევე, 10-მდე სამთავრობო სტრუქტურა თავის თავზე აიღებს
პასუხისმგებლობას ბაგა-ბაღების გამართულად მუშაობაზე და ყველა
აღმზრდელ-პედაგოგი ვალდებული იქნება, ძალადობის საკითხებთან
დაკავშირებით გადამზადება გაიაროს.
კანონპროექტის ერთ-ერთი
მთავარი მუხლი ჯგუფებში ბავშვების რაოდენობის რეგულირებას
ეხება.
კანონპროექტის მიხედვით, 2-3 წლის ასაკობრივ ჯგუფში
არაუმეტს 25 ბავშვი უნდა იყოს, ხოლო, რაც შეეხება
აღმზრდელ-აღსაზრდელის თანაფარდობას, არ უნდა აღემატებოდეს
1-13-თან.
3-4 წლიან ჯგუფებში უნდა იყოს არაუმეტს 30 ბავშვი – მათი თანაფარდობა
პედაგოგებთან 1-15-თან.
თანაფარდობის ანალოგიური სისტემა იმოქმედებს
ყველა ზედა ასაკობრივ
ჯგუფშიც.
კანონპროექტი ძალაში
2017 წლის 1 სექტემბრიდან შევა.
მასალის გამოყენების პირობები