ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე
თანამდებობაზე რჩება.
35-იან მანდატიან საკრებულოში ფარულ კენჭისყრაში
მონაწილოება 31-მა დეპუტატმა მიიღო. აქედან 4 ბიულეტენი გაბათილდა,
17-მა წევრმა მაღრაძის წინააღმდეგ, ხოლო 10-მა დეპუტატმა თავმჯდომარის
დარჩენას მისცა ხმა.
"თვითმმართველობის შესახებ კოდექსის" მიხედვით, საკრებულოს
თავმჯდომარის გადასაყენებლად კვორუმის შეკრებაა აუცილებელი. ამ
შემთხვევაში მაღრაძის გადასაყენებლად საკრებულოს უმრავლესობას ერთი
ხმა დააკლდა.
თუმცა, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების განცხადებას თავმჯდომარის
გადაყენების შესახებ, რომელიც გასულ კვირას დარეგისტრირდა, 20
დეპუტატი აწერდა ხელს.
ინგა მაღრაძის განმატებით, ხარაგულში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურია
და ის 8 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდება. თავად, საკრებულოს
უმრავლესობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ "რესპუბლიკელმა"
კოლეგამ მათი
იმედები არ გაამართლა.
მასალის გამოყენების პირობები