28 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისში c ჰეპატიტიზე
გამოკვლევები უფასოდ ჩატარდება.
აქცია c ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეწყობა, რომლის
ორგანიზატორები არიან შრომის ჯამრთელობის და სოციალური დაცვის
სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია
"ახალი გზა" და ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო
გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი.
კვირეულის ფარგლებში გამოკვლევები 28-29 ივლისს სავაჭრო ცენტრ
"ქარვასლაში" ჩატარდება.
"სავაჭრო ცენტრის თანამშღომლებს, ასევე ნებისმიერ მსურველს 11
საათიდან 16 საათამდე შეუძლია მოვიდეს, აიღოს ანალიზი და დაადგინოს,
არის თუ არა ამ ვირუსის მატარებელი. პროცედურა ძალიან სრწაფად ტარდება
და პასუხი 15 წუთში ეცნობებათ. რა თქმა უნდა კონფიდენციალურობა დაცული
იქნება" - ამბობს ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო
გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ნოდარ მაღლაფერიძე.
C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევების აქცია 1-2 აგვისტოს ქუთაისი
ცენტრალურ ბაზარში გადაინაცვლებს, 3-4 აგვისტოს - ჭავჭავაძის გამზირზე
"შპს იმერეთში" , 5 აგვისტოს "დოკის" შენობაში, 8 აგვისტოს - ქვიტირის
ავტობაზრობის ტერიტრიაზე, ხოლო 9-10 აგვისტოს - ნიკეას ბაზარში.
გამოკვლევები ჩატარდება 11-დან 16 საათამდე.
ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰეპატიტის მსოფლიო დღეს 28 ივლისს
აღნიშნავს. ეს დღე ბარუჰ სამუელ ბლუმბერგისთვის პატივისცემად შეირჩა,
რომელიც ნობელის პრემიის ლაურიატია და მან B ჰეპატიტის გამომწვევი
ვირუსი აღმოაჩინა.
მასალის გამოყენების პირობები