ქუთაისის შემოვლით გზაზე უსაფრთხოების ზომების გაზრდა
იგეგმება.
ამ მიზნით შესაძლოა 2–ზოლიანი საავტომობილო გზა 4–ზოლიანად
გადაკეთეს.
საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გახშირებული
ავტოავარიების გამო ისინი პრევენციის მიზნით ახალ სამოქმედო გეგმას
მთავრობას მიმდინარე წლის ოქტომბერში წარადგენენ.
დეპარტამენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ქუთაისის შემოვლითი გზის
პროექტირება 2011 წელს დასრულდა, თუმცა მასში ცვლილებების შეტანას
აპირებენ.
"სამანქანო გზის ოთხზოლიანად გადაკეთების საჭიროება მოძრაობის
ინტენსივობის მატების გამო დადგა დღის წესრიგში, ამისთვის ალბათ
საჭირო გახდება მიმდებარედ არსებული მიწის გამოსყიდვა," - ამბობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი
სეთურიძე"ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
მისივე ინფორმაციით, თუ როგორ მოეწყობა ოთხზოლიანი მოძრაობა ქუთაისის
შემოვლითი გზაზე ამ ეტაპზე პროექტის კორექტირებული ვერსია არ
არსებობს.
გიორგი სეთურიძე განმარტავს, რომ საავტომობილო გზებებზე უსაფრთხოების
გაზრდის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად
მუშაობა მიმდინარეობს.
"პასუხისმგებობა მოდის მძღოლებზე, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევები
სწორედ სიჩქარის გადაჭარბების გამო ხდება. თუმცა, ჩვენი მხრიდან
მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოძრაობა მეტად უსაფრთხო
გახდეს,"- ამბობს გიორგი სეთურიძე.
ქუთაისის შემოვლით გზაზე ასევე რადარებისა და საპატრულო ეკიპაჟების
რაოდენობის გაზრდა იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები