წყალტუბოში, პრომეთეს მღვიმეში სანაოსნო მონაკვეთი მიმდინარე წლის
ივლისში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ
ვიზიტორები სანაოსნო მონაკვეთით უახლოეს მომავალში ისარგებლებენ.
"ამ დროისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა
მიმდინარეობს. ამის შემდეგ აღდგება დაზიანებული მონაკვეთი და ყველა
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს სანაოსნო
მონაკვეთით,"- აცხადებენ დაცული ტეროტორიების სააგენტოში
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
სააგენტოს ინფორმაციითვე, ტურისტებს პრომეთეს მღვიმის საფეხმავლო
ბილიკით სარგებლობა შეუფერხებლად შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები