ტყიბულის მუნიციპალიტეტში გასულ წელს რეაბილიტირებული საცურაო აუზი
წელს გაიხსნა.
მისი რეაბილიტაცია ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. აუზის
სარეკონსტრუქციოდ რეგიონალური განვითარების ფონდიდან 400 000 ლარი
დაიხარჯა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, რობიზონ გვენეტაძის განმარტებით,
იმის გამო, რომ გასულ წელს რეაბილიტაციის დასრულების დროს სეზონი
დასრულებული იყო, აუზის გახსნა წელს მოხდა. მისივე თქმით, საცურაო
აუზის მოწყობა მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მოხდა.
"იმ ახალგაზრდების მოთხოვნა იყო, რომლის მამები და პაპები ცურავდნენ
მანდ. ადრე გვქონდა კომუნისტების დროს და მას ჩავუტარეთ
რეაბილიტაცია", - ამბობს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე არსებულ აუზი ფასიანია.
ერთთვიანი აბონემენტის საფასური 20 ლარია, ხოლო ერთი საათით
სარგებლობა 1 ლარი ღირს.
მასალის გამოყენების პირობები