ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად
დაშავებული მორაგბეების ჯანმრთელოების მდგომარეობა სტაბილურია.
მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე ინტერვენციული მედიცინის
ცენტრში არიან გათავსებულნი.
კვირიკაშვილი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ხოლო ლომინაძე
კვლავ ხელოვნურ სუთქვას საჭიროებს და მისი მდგომარეობა სტაბილურად
მძიემა. ამის შესახებ "ქუთაისიპოსტს" ქუთაისის ინტერვენციული
მედიცინის ცენტრში განუცხადეს.
ასევე, სტაბილურად მძიმეა ლომინაძის მეუღლის მდგომარეობა, რომელიც
ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება.
სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარია 21 ივლისს მოხდა. ერთმანეთს დიდი
სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. კვირიკაშვილი და ლომინაძე
მეუღლეებთან ერთად მგზავრობდნენ.
ავარიას ემსხვერპლა მეორე მანქანაში მსხდომი სამი ადამიანი -
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მეგობარი.
მასალის გამოყენების პირობები