ინფორმაციას დაცული ტერიტორიები სააგენტო ავრცელებს.
2016 წლის მონაცემებით, საქართველოს დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე
მეტი დამთვალიერებელი პრომეთეს და სათაფლიის მღვიმეებს ეწვია.
სააგენტოს სტატისტიკით მიმდინარე წელს პრომეთეს მღვიმეს 50 654, ხოლო
სათაფლიის მღვიმეს 39 273 ვიზიტორი ეწვია.
დამთვალიერებლების სიმრავლე იყო თბილისისა და სტეფანწმინდის ეროვნულ
პარკებში, ასევე, ოკაცეს კანიონზე.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, იმ ქვეყნების ხუთეულში,
საიდანაც საქართველოში ტურისტები ჩამოდიან, რუსეთი, ისრაელი,
პოლონეთი, უკრაინა და გერმანია შედიან.
მასალის გამოყენების პირობები