ქუთაისის საკრებულოსთან არსებულმა გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ 3
წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა.
საბჭოს წევრები არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლებია არიან.
ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭო
კულტულურ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმის" მიერ დაარსდა.
"წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები, რომელთა შორის
ერთ-ერთი ქუთაისში არსებული უნივესიტეტების სტუდენტების მონაწილეობით
შედგა. ახალგაზრდები ითხოვენ მეტად იყვნენ ჩართული და ინფორმირებული
ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ. ამის შესახებ შემუშავდა
სამუშაო გეგმა, რომელიც წარგდენილი იქნება საკრებულოს სხდომაზეც," -
განაცხადა საბჭოს წევრმა, თეონა გოგიძემ.
ქუთაისის გარდა, გენდერული საკონსულტაციო საბჭო სენაკის, ბათუმისა და
ოზურგეთის საკრებულოებთანაც ფუნქციონირებენ.
შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მომავალში ანალოგიური საბჭო, ადგილობრივი
თვითმმართველობების მიერ, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში
შეიქმნება.
მასალის გამოყენების პირობები