ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო
(USAID) 15 მილიონ დოლარიან პროექტს "ზრდა" განახორციელებს.
"ზრდა" მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას
სამიზნე რეგიონებში.
პროექტის ხემძღვანელის მოადგილის, ქეთი ჭუმბურიძის თქმით "ზრდა" ხელს
შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო
საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი
თემების გაძლიერების მიზნით.
"პროექტი მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული თემების ინკლუზიურ
და მდგრად ეკონომიკურ გაძლიერებას"– ამბობს ქეთი ჭუმბურიძე.
"ზრდა" საქართველოს 5 რეგიონის 70 თემში იმუშავებს.
პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში 2 000 სამუშაო
ადგილი შექმნის, 1 100 ოჯახის შემოსავლების გაზრდის და ადგილობრივი
მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერების მოლოდინები
აქვთ.
პროექტის გეოგრაფიული არეალი მცხეთა–მთიანეთის, ქვემო ქართლის,
სამეგრელო–ზემო სვანეთის და სამცხე–ჯავახეთის რეგიონებს მოიცავს. ხოლო
რაც შეეხება პრიორიტეტული ეკონომიკური განვითარების სამუშაო სექტორს,
შერჩეულია ხეხილის ბაღები, კარტოფილის, კენკრის, ბოსტნეულის წარმოება,
მეფუტკრეობა, ტურიზმი, მომსახურების სფერო, მათ შორის, ინფორმაციული
ტექნოლოგიები.
მასალის გამოყენების პირობები