ადგილობრივები სიჩქარის შემზღუდველის მოწყობას ითხოვენ
ქუთაისში, ასათიანისა და აღმაშენებლის კვეთაზე, სასტუმრო "თბილისის"
მცხოვრებლები, სიჩქარის შემზღუდველის მოწყობას ითხოვენ.
ადგილობრივებმა შესაბამისი წერილით ქუთაისის მერიას ორი კვირის წინ
მიმართეს, თუმცა, მათი თქმით, თვითმმართველობაში განუმარტეს, რომ
სახსრების არქონის გამო, ამ ეტაპზე თხოვნას ვერ გაითვალისწინებენ.
მოსახლეობის თქმით, ყოველი დღეს მათთვის საფრთხის შემცველია, რადგან
გზის ამ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირებულია.
"გასულ კვირას 6 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. რამდენიმე კვირის წინ
კი ბავშვი გაიტანა მანქანამ. ყველაზე სახიფათო ადგილია ეს გზა და
აუცილებელია სიჩქარის შემზღუდველი იყოს",-ამბობს სასტუმრო "თბილისის"
მცხოვრები ვეფხია მიქაუტაძე.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სიჩქარის შემზღუდველებს ჯერჯერობით
მხოლოდ სასწავლო დაწესებულებების წინ აკეთებენ. ინდივიდუალურ
მიმართვებს კი აღნიშნული საჭიროების ამოწურვის შემდეგ
განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები