ქუთაისის მერიის შენობასთან თავშესაფრის გარეშე დარჩენილმა
მოქალაქეებმა საპროტეტსტო აქცია გამართეს.
ისინი სოციალურ საცხოვრებელში ბინების გადაცემის კომისიაში "ახალი
პოლიტიკური ცენტრის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თემურ
ცამციშვილის ჩართვას ითხოვდნენ.
აქციაზე იმყოფებოდა თემურ ცამციშვილი. მისი თქმით, სოციალურ
საცხოვრისში ბინების გადაცემის კომისიის წევრობაზე უარი ეთქვა.
"მე წერილითაც მივმართე მერიას, თუმცა ალბათ მათგან მივიღებ ოფიციალურ
უარს. მიზეზად კი ასახელებენ, რომ მე ვარ პოლიტიკური სუბიექტი. მე
უბრალოდ მსურს დავაკვირდე პროცეს, რომ ის ჩატარდეს გამჭვირვალედ" -
განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
აქცისს მონაწილეებს შეხვდა ქუთაისის მერი შოთა მურღულია. მისი თმით
კომისიის წევრებს მერია განსაზღვრავს.
"ადამიანი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო და
ხელისუფლებაში იმყოფებოდა 9 წელი ერთი კვადრატი არ აუშენებია. ის ახლა
მოგვიწოდებს ამ პრობლემის მოგვარებისთვის. კომისიის სხდომებზე
დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია" - განაცხადა ქუთაისის მერმა
შოთა მურღულიამ.
სოციალური საცხოვრისი ქუთაისში ნიკეა ქუჩაზე მოეწყობა. მის
ასაშენებლად მილიონი ლარია გამოყოფილი და ის 2017 წლის იანვრის ბოლოს
უნდა ჩაბარდეს.
მასალის გამოყენების პირობები