მიმდინარე წლის 8 ივლისს 10:00–დან 16:00 საათამდე ქუთაისში 3000
აბონენტს დენი მიწოდება შეეზღუდება.
"ენერგო პრო ჯორჯიას" განცხადებით, დაგეგმილი პროფილაქტიკური
სამუშაოების გამო მაღალი ძაბვის ქვესადგური "ქუთაისი 5"
გაითიშება.
დენის მიწოდება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს ახალგაზრდობის გამზირზე
და მის შესახვევებში, მახვილაძის ქუჩისა და წერეთლის ქუჩის
ნაწილს.
"აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის
მიზნითპროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა
მაღალი ძაბვისქვესადგურში. სამუშაოების დასრულებისთანავე
ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება," – აღნიშნულია კომპანია
"ენერგო პრო ჯორჯიას" განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები