ქუთაისში იპოთეკური სესხებით დაზარალებულები "ქართულ ოცნებისგან "
ოთხი წლის წინ გაცემული დანაპირების შესრულებას ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით ქუთაისში აქცია გამართეს, სადაც ხელისუფლებას
გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხების შემოღების პირობა
შეახსენეს.
"ხელისუფლებას დარჩა სამი თვე დანაპირების შესასრულებლად, ეს "ქართული
ოცნების" ბოლო შანსია," - აცხადებენ იპოთეკით დაზარალებულები.
პრობლემის
მოგვარების მიზნით იპოთეკით დაზარალებულებმა გუბერიას მოუწოდეს
შეასრულოს შუამავლის როლი მთავრობასთან.
"განცხდება დავწერეთ გუბერტანატორის სახელზე, იქნებ მან მაინც
მოახერხოს და იმერეთიდან ჩვენი ხმა მიაწვდინოს მთავრობაში
გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. ხვალ და ზეგ გამოსახლებას უპირებენ ორ
ოჯახს, რომლებსაც ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. მოვუწოდებ
მთავრობას, დაგვეხმარეთ, თორემ ეს გამწარებული ხალხი არჩევნებზე
ნდობას აღარ გამოგიცხადებთ, " - ამბობს იპოთეკით დაზარალებული დარეჯან
სულაქველიძე.
იპოთეკით დაზარალებულთა აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს"
წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
"დაანებონ თავი კონდინციონერების შეძენას და ამ ხალხს მიხედონ," -
ამბობს პარტიის ხელმძღვანელი გოგი წულაია.
მასალის გამოყენების პირობები