ახალი ამბები
შენ აქტიური მოქალაქე – აქცია ქუთაისში
FaceBook
"ახალგაზრდა სოციალისტებმა" აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან პროექტის "შენ აქტიური მოქალაქე" ფარგლებში აქცია ჩაატარეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით, პროექტის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვის გააქტიურებაა.

"ჩვენ გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ უნდა ჩაერთონ ისინი მუნიციპალიტეტების მუშაობაში იმისთვის, რომ მოხდეს უფრო მეტი პროექტის განხორციელება მათი მონაწილეობით ქუთაისში და არა მხოლოდ აქ," – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა სოციალისტების ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ, საბა ხიდეშელმა.

პროექტი საქართველოს ხუთ ქალაქში ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდსა და თბილისში ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

გასულ წელს "ახალგაზრდა სოციალისტებმა" პროექტი "ნუ მოერგები სტერეოტიპებს - შეცვალე რეალობა" განახორციელეს, რომლის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, გენდერული საკითხების შესახებ შეხვედრები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 17 აპრილს, ჭიათურის ცენტრში მასშტაბური აქციაა
დაგეგმილი.
13:42 / 17.04.2025
დღეს, 17 აპრილს, ჭიათურის ცენტრში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.
„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრის, ალექსანდრე
წულაძის განცხადებით, საქართველოს სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე
ენის სტანდარტი დამტკიცდება.
12:30 / 17.04.2025
„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, საქართველოს სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი დამტკიცდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.