შს სამინისტროს განმარტებით, დამნაშავეებმა ბანკის გაძარცვა ვერ
მოასწრეს.
ქუთაისში ბუხაიძის მეორე მიკრორაიონში "ლიბერთი ბანკიდან" ფულის
გატაცება სცადეს.
შემთხვევა დილის საათებში დაფიქსირდა, როდესაც ნიღბიანი პირები ბანკს
თავს დაესხნენ.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ,
დამნაშავეებმა ბანკის გაძარცვა ვერ მოასწრეს.
"ბანკიდან არაფერია წაღებული, მიმდინარეობს გამოძიება," - აცხადებენ
უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სსკ 179 - ე მუხლით მიმდინარეობს.
raqqa-sl.co
მასალის გამოყენების პირობები