ზოგადი უნარების გამოცდა, 4 სესიად მიმდინარე წლის 4-5 ივლისს
იმართება.
გამოცდის ჩასაბარებლად აბიტურიენტების სამი საათი და 10 წუთი აქვთ
განსაზღვრული.
ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარე წელს ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, სადაც პირველ სესიაზე 400 აბიტურიენტი
არ გამოცხადდა.
"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის" ინფორმაციით, პირველ
სესიაზე 9 300-ზე მეტი აბიტურიენტი უნდა მისულიყო, თუმცა, გამოცდაზე
დასწრება მხოლოდ 8 900-მა მათგანმა შეძლო.
ამასთანავე, თავის საგამოცდო ცენტრს დრულად 5-მა აბიტურიენტმა ვერ
მიაგნო, რის გამოც ისინი გამოცდაზე არ დაიშვნენ.
დარჩენილ საგნებში, ეროვნული გამოცდების განრიგი ასეთია: 6-7 ივლისი,
პირველი და მეორე სესია - ინგლისური ენა. 6 ივლისი
პირველი სესია - რუსული ენა. 6 ივლისი, მეორე სესია - ფრანგული
ენა.
7 ივლისი, მეორე სესია - რუსული ენა. 7 ივლისი, პირველი სესია -
გერმანული ენა. 12 ივლისი, მეორე სესია - სამოქალაქო განათლება. 14
ივლისი,
პირველი სესია - მათემატიკა. 15 ივლისი, პირველი და მეორე სესია -
გეოგრაფია. 18 ივლისი, პირველი და მეორე სესია - ისტორია. 19 ივლისი,
პირველი სესია - ლიტერატურა. 20 ივლისი, პირველი სესია - ბიოლოგია. 21
ივლისი, პირველი სესია - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. 21
ივლისი, პირველი სესია - ქიმია. 22 ივლისი, პირველი სესია -
ფიზიკა.
საგამოცდო ცენტრი ქუთაისის სამ #1; #17-ე და #41-ე საჯარო სკოლაში
ფუნქციონირებს.
სასწავლებლებთან საპატრულო, სახანძრო – სამაშველო და სასწრაფო
სამედიცინო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 500-ზე მეტი აბიტურიენტი
დარეგისტრირდა.
გამოცდები 2016 წლის 22 ივლისს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები