ფესტივალი ქალაქ კალელაში ღია ცის ქვეშ გაიმართა.
ქუთისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა
ესპანეთის საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებები მოიპოვეს.
ფესტივალი ქალაქ კალელაში ჩატარდა და ოთხი დღე გაგრძელდა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე მსგავს ფესტივალში
მონაწილეობა. მიხარია, რომ ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა ბულგარეთის
შემდეგ უკვე ესპანეთშიც მოიპოვა წარმატება", - აღნიშნა ცენტრის
დირექტორმა, ნატალი პატარიძემ.
გამოფენა კალელასში ღია ცის ქვეშ გაიმართა, თუმცა მანამდე ფესტივალის
მონწილეებს დავალების შესრულება მოუწიათ. მათ კონკრეტულ დროში სცენაზე
გამომსვლელი ჯგუფების ფორმები უნდა დაეხატათ მოძრაობაში.
ამ დავალებას ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლამ თავი
წარმატებით გაართვა.
მასალის გამოყენების პირობები