ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის 12 სტუდენტი უფასო საცხოვრელით დაკმაყოფილდება
FaceBook

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 12 სტუდენტი უფასო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.


ისინი მიმდინარე წლის ივლისიდან ახალგაზრდობის გამზირზე არსებულ სტუდენტურ საცხოვრებელში 1 წლის განმავლობაში იცხოვრებენ.

ფართის საფასური წერეთლის უნივერსიტეტის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

"სტუდენტებმა უკვე დაათვალიერეს საცხოვრებელი ოთახები. გამოცდების დასრულების შემდეგ მათ შესაძლებლობა ექნებათ იქ შესახლდნენ. მანამდე კი ხელშეკრულებას გავაფორმებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნივთის დაზიანების შემთხვევაში საფასურის გადახდა თავად მოუწევთ" - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი ოკრიბელაშვილმა.

საცხოვრებელი ფართის დაკმაყოფილებაზე განაცხადების მიღება მიმდინარე წლის მარტში დაიწო. სტუდენტებს სამი მთავარი მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინათ: უნდა ყოფილიყვნენ რეგიონიდან, ჰქონოდათ სოციალურად დაუცველის სტატუსი და უნივერსიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრება. სულ 12 განაცხადი შევიდა და ყველა დაკმაყოფილდა.

გიორგი ოკრიბელაშვილის თქმით, მიმდინარე წელს პროექტი წერეთლის უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ 10 000 ლარამდე თანხით დაფინასდება და ის მომავალშიც გაგრძელდება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.