პირველ სესიაზე
9 300-ზე მეტი აბიტურიენტი უნდა მისულიყო
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის
პირველ სესიაზე 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.
"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის" ინფორმაციით, პირველ
სესიაზე 9 300-ზე მეტი აბიტურიენტი უნდა მისულიყო, თუმცა, გამოცდაზე
დასწრება მხოლოდ 8 900 -მა მათგანმა შეძლო.
ამასთანავე, თავის საგამოცდო ცენტრს დრულად ვერ მიაგნო 5-მა
აბიტურიენტმა, რის გამოც ისინი გამოცდაზე არ დაიშვნენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. პირველ გამოცდას
აბიტურიენტები
ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
წელს გამოცდაზე 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.
გამოცდა დილის 09:00 საათზე დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები