მოგლეჯილია ასწლოვანი ნიგვზის ხეები და მწყობიდანაა გამოსული ელექტრო
გადამცემი ბოძები.
ძლიერი ქარის შედეგად, ცაგერის მუნიუციპალიტეტის სამი სოფელია
დაზარალებული.
ქარიშხალმა სოფელ თაბორში, ლაილაშსა და ჭიანიერში გუშინ ღამით სახლის
სახურავები დააზიანა, ასევე მოგლეჯილია ასწლოვანი ნიგვზის ხეები და
მწყობიდანაა გამოსული ელექტრო გადამცემი ბოძები.
ადგილობრივები ხელისუფლებისგან დროულ დახმარებას ითხოვენ.
"მიწასთან გაასწორა ქარმა ყველაფერი, ასეთი სტიქია ცაგერს ჯერ არ
ახსოვს, აღაც ნიგვის ხეები გვაქვს და აღარც ელექტროენერგია, " -
ამბობენ დაზარალებულები.
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელის რევაზ ბენიძის თქმით, სტიქიამ
სოფლებს დიდი ზარალი მოუტანა.
"საბედნიეროდ არ არის მსხვერპლი. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რის
შემდეგაც გაგეობა მოსახლეობას ყველანაირად დაეხმარება," - ამბობს
ბენიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
მისივე თქმით, სოფლებში უახლოეს დროში დაიწყება ელექტროგადამცემი
ბოძების რეაბილიტაცია.
მასალის გამოყენების პირობები