საქართველოში დღეიდან პენსია 20 ლარით იზრდება და ის 180 ლარი
იქნება.
პენსია გაეზრდებათ შშმ პირებს - მკვეთრად გამოხატულ კატეგორიას და
ბავშვებს. 18 წლამდე ბავშვებში ეს კატეგორიები დიფერენცირებული არ
არის. მათი პენსია, ისევე, როგორც ასაკით პენსიონერების, 180 ლარი
გახდება.
ეს ცვლილებები 35 000-მდე ადამიანს შეეხება.
1-ლი სექტემბრიდან ძალაში შევა მთის კანონი.
მთაში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს დამატებით კიდევ 20%-ით
გაეზრდებათ
პენსია და ჯამში 216 ლარი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები