ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია
საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატისგან, "რესპუბლიკელ" ნატო
ქათამაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
ლატარიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ ნატო ქათამაძემ ბოდიში
საკრებულოს უმრავლესობას მისი ბოლოდროინდელი განცხადებების გამო უნდა
მოუხადოს.
"თქვენი დასაკომპლექტებელი არავინ არ არის. თქვენი შეფასება არავის
სჭირდება. ჯობია ბოდიში მოიხადოთ, უმრავლესობას რომ ლანძღავთ. ყელში
ამოვიდა თქვენი უზნეობა",- განაცხადა ლატარიამ.
"აზრეზე არ ვარ რისთვის უნდა მოვუხადო ბოდიში ლატარიას. პირიქით,
თვითონ აქვს მოსახდელი წლების წინ ნაციონალებს რომ აფინანებდა", - ასე
უპასუხა დეპუტატმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს.
დეპუტატებს შორის დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე
დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცებას
მოყვა.
სამუშაო ჯგუფს უნდობლობას უცხადებს "რესპუბლიკელი" ნატო ქათამაძე.
საკრებულოს დეპუტატი მიიჩნევს, რომ მისი მუშაობა არაეფექტური
იქნება.
დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2006-2015 წლებში, ადგილობრივი
თვითმმართველობის მიერ გასხვისებული ქონების კანონიერება უნდა
შეისწავლოს, ქუთაისის საკრებულოში მიმდინარე წლის 27 აპრილს
შეიქმნა.
ჯგუფის შექმნის ინიციატორი "რესპუბლიკელი" დეპუტატი ნატო ქათამაძეა,
რომელიც საბოლოოდ ხელმძღვანელად არ აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები