ბათუმის მიმართულებით სარკინიგზო რეისი საზღვაო სეზონთან დაკავშირებით
დაინიშნა.
ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით ე.წ. ჩქაროსნული მატარებელი მიმდინარე
წლის 25 ივნისიდან დაინიშნა. სარკინიგზო რეისს "საქართველოს რკინიგზა"
ახორციელებს.
მატარებელი ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან ყოვედღიურად 8:25 წუთზე
გადის, ხოლო ბათუმიდან 18:45 წუთზე გამოდის.
მგზავრობის ღირებულება ერთი მიმართულებით 4
ლარს, ხოლო ხანგრძლივობა 2 საათს შეადგენს.
"საქართველოს რკინიგზის" ფილიალის, მგზავრთა გადაყვანის საგარეუბნო
მიმოსვლის სამსახურის დასავლეთის მიმართულების კოორდინატორი, გურამ
ნერგაძე განმარტავს, რომ ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით სარკინიგზო
რეისი საზღვაო სეზონთან დაკავშირებით დაინიშნა და ის მთელი ზაფხულის
განმავლობაში იმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები