ხონში "წიგნის ბუდე" ე.წ "სიყვარულის სკვერში" განთავსდა.
მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ წიგნისა და
ჟურნალ-გაზეთების მოყვარულებს ბუნებაში კომფორტულად და თავისუფლად
კითხვის საშუალება ექნებათ.
ნებისმიერ მსურველს, განუსაზღვრელი ვადით, შეუძლია მისთვის სასურველი
ლიტერატურა აიღოს და წაკითხვის შემდეგ უკან დააბრუნოს.
"წიგნის ბუდეში" ლიტერატურის განახლებას ხონის გამგეობის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები უზრუნველყოფენ.
მიმდინარე წელს მსგავსი პროექტი ქუთაისის
ბოტანიკურ ბაღშიც განხორციელდა, სადაც "წიგნის
ბუდეს" მოწყობის იდეა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის
დირექტორს, მწერალ გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის.
Rəsmi sayt Mostbet Azərbaycan
მასალის გამოყენების პირობები