საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი "მიკრო გრანტები მთის
განვითარებისთვის" პროექტს ახორციელებს.
მის შესახებ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები უწყებამ უკვე დაიწყო.
მთაში საკუთარი საქმის წამოწყების მსურველებმა მიმდინარე წლის 27
ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით ბიზნეს იდეები ვებგვერდზე
www.qartuli.ge უნდა
წარადგინონ.
პროექტი სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში და
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება, რომელიც
მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავდა.
პროექტის მიხედვით მაღალმთიან სოფლებში ბიზნესის განვითარებისთვის
დაინტერესებული მოსახლეობა სახელმწიფოს მხრიდან 5 000-დან 15 000
ლარამდე თანადაფინანსება მიიღებს. სამინისტროში განმარტავენ, რომ ის,
ზოგადად მთის შემდგომ განვითარებას ხელს შეუწყობს.
მასალის გამოყენების პირობები