სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობის 2014-2015
წლების ფინანსური საკითხების მიზნობრიობას და ეფექტიანობას
იკვლევს.
შემოწმება მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში დაიწყო.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია
განმარტავს, რომ აღნიშნული შემოწმება გემგიურია, რომელსაც შესაბამისი
სამსახური ეტაპობრივად ატარებს.
"აქ არ არის საუბარი რაიმე სახის დარღვევაზე. უბრალოდ, ეს არის
შემოწმება ტარდება იმისთვის, თუ რამდენად ეფექტიანად განხორციელდა
მუნიციპალიტეტის მუშაობა გასულ წლებში", - ამბობს ჯავახია.
მოქმედ კანონმდებლობასთან მარეგულირებელ ნორმებთან შეუსაბამობა,
ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის, საქმიანობის
წარმართვის, საჯარო რესურსების გამოყენების და საბიუჯეტო პროცესის
მარეგულირებელი საკონონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების
დაცულობა, შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციის სისუტეები და
ნაკლოვანებები, რეკომენდაციები, - ეს ის საკითხებია, რომელიც
შემოწმების შედეგად მომზადებულ აუდიტის ანგარიშში აისახება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 8 წევრიანი ჯგუფი ადგილობრივი
თვითმმართველობის გასული წლების საქმიანობის შესწავლას, დაახლოებით,
ორ თვეში დაასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები