ახალი ამბები
სამტრედიაში კარიერული სამუშაოების მწარმოებელი კომპანია შესაძლოა დააჯარიმონ
FaceBook
გარემოს დაცვის სამინისტრო მდინარიდან ინერტული მასალების ამოღების პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობს.



სამტრედიის სოფელ იანეთში, მდინარის კალაპოტზე კარიერული სამუშაოების მწარმოებელი ჩინური კომპანია "სინოჰიდრო", შესაძლოა დააჯარიმონ.

კომპანიის წარმომადგენლებთან უკვე გამართეს შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებმა.

სამინისტროს წარმომადგენლებმა, "სინოჰიდროს" მიერ მდინარიდან ინერტული მასალების ამოღების პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე ისაუბრეს. მათ კომპანიას სალიცენზიო პირობების შესრულებისკენ მოუწოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კომპანიის დაჯარიმება არ გამორიცხეს.

შეხვედრის დეტალებზე "ქუთაისიპოსტთან" სამტრედიის გამგებელი საუბრობს. ვალერი ფოცხვერიას თქმით, "სინოჰიდრო" მდინარიდან ინერტულ მასალას დასაშვებზე უფრო ღრმად იღებს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო სივრცეს თვითნებურად აფართოებს. ამასთანავე, სამუშაოებისთვის მძიმე ტექნიკის გამოყენება ხდება, რაც სოფელთან მისასვლელ გზებს აზიანებს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, "სონოჰიდროსთან" ერთად კიდევ ერთი კომპანია "არტკომი" დაიბარეს. ეს უკანასკნელი მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, კარიერულ სამუშაოებს ახორციელებს. სამინისტრო უკრაინულ ფირმასაც სახელშეკრულებო პირობების დარღვევას ედავება და მასაც შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია ამბობს, რომ შეხვედრაზე ორივე კომპანიამ მკაცრი გაფრთხილება მიიღო.

"სინოჰიდროსაც" და "არტკომსაც" თითქმის იდენტური ხარვეზები აქვთ. როგორც აღმოჩნდა, უკრაინული კომპანიაც არღვევს გარკვეულ პირობებს. ორივე შემთხვევაში შევთანხმდით, რომ გაითვალისწინებენ ყველა ჩვენს შენიშვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გზებს მივმართავთ",-ამბობს ვალერი ფოცხვერია.

მისი თქმით, "სინოჰიდრომ", მძიმე ტექნიკის გადაადგილებისთვის, ალტერნატირული გზის გაყვანის პირობაც დადო და ამისთვის ერთკვირიანი ვადა მოითხოვა.

ეთანხმება თუ არა სამინისტროსა და გამგეობის შენიშვნებს, ამაზე კომპანიის წარმომადგენელმა, ზურაბ მეგრელიძემ საუბარი არ ისურვა.

"არ ვიცი ამ საკითხზე არაფერი. არ ვიმყოფები ქვეყანაში და არც ჩემი თანამშრომლების ნომრები ვიცი", - ამბობს ზურაბ მეგრელიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

"არტკომში" კი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ კომპანია სალიცენზიო პირობების სრული დაცვით მუშაობს.

"არავითარი დარღვევა ჩვენ არ გვაქვს. ინერტულ მასალას მდინარიდან 1,5 მეტრზე ვიღებთ, რაც დასაშვები ნორმაა. არც სამუშაოებისთვის გამოყოფილსივრცით კონტურებს ვარღვევთ", - აცხადებს "არტკომის" წარმომადგენელი, კახა გოგია.

სამტრედიაში, "სინოჰიდროს" მუშაობა სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობამ  სამუშაოების დაწყებამდე გააპროტესტა.

ორი თვის წინ კი ადგილობრივებმა   საპროტესტო აქციაც გამართეს და აცხადებდნენ, რომ კომპანია სალიცენზიო პირობებს არღვევდა, რაც საფრთხეს უქმნიდა მდინარე ხევისწყალას. უხვი ნალექის შემთხვევაში ადგილობრივები მდინარის ადიდებას და საცხოვრებელი სახლების დატბორვას არ გამორიცხავდნენ.

ორი კვირის წინ, მდინარიდან ინერტული მასალების ამოღების კონტროლი სოფლის მცხოვრებლებმა დაიწყეს.

კომპანია "სინოჰიდრომ"  ადგილზე კარიერული სამუშაოების წარმოების ლიცენზია მიმდინარე წელს მოიპოვა. მას მდინარის კალაპოტიდან სამშენებლო მასალის ამოღება 5 წლის განმავლობაში შეუძლია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.