ახალი ამბები
სავაჭრო–სამრეწველო პალატა რეგიონული ბიზნესის გააქტიურებას იწყებს
FaceBook
ბიზნესმენებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ქუთაისში გაიმართა.


საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა ქუთაისში მოღვაწე ბიზნესმენებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილობრივ მეწარმეთა პრობლემებს გაეცნენ. როგორც შეხვედრაზე გაირკვა, ბიზნესმენები სირთულეებს ყველაზე ხშირად სამართლებრივი დავის საკითხებში აწყდებიან.

მაგალითად, ქუთაისში ფეხსაცმელების მწარმოებელ შპს "პარტნიორს", შემსყიდველმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილებით, კერძო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში დისკვალიფიკაცია მიეცა. საწარმოს ხელმძღვანელი, გივი დარსაძე მიიჩნევს, რომ დავების საბჭოს წევრები მიკერძოებული იყვნენ.

"ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო საექსპერტო დასკვნის მომზადებას კონკრეტულ ვადებში ვერ ვასწრებდი, რის გამოც შემსყიდველს ვადის გადაწევის თხოვნით მივმართე და თანხმობაც მივიღე, თუმცა, ამის გამო ტენდერის ერთ-ერთმა პრეტენდენტმა დავების საბჭოში მიჩივლა. მიუხედავად იმისა, რომ თავად შემსყიდველი თანახმა იყო საექსპერტო დოკუმენტაციის წარდგენის ვადის შეცვლაზე, დავების საბჭომ ტენდერიდან ჩემი დისკვალიფიკაცია მოითხოვა. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მიკერძოებული იყო", - მიიჩნევს ქუთაისელი მეწარმე, გივი დარსაძე.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესსექტორს სამართლებრივი დავებისა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების მოგვარებაში კონსულტაციებს სთავაზობს. ორგანიზაციის პრეზიდენტის, ნინო ჩიქოვანის თქმით, დედაქალაქის შემდეგ ამ კუთხით რეგიონების გააქტიურება მნიშვნელოვანია.

"ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ბიზნესმენისთვის იყოს ხელმისაწვდომი სერვისები. გვინდა საერთაშორისო ბიზნესფორუმები რეგიონებში გადმოვიტანოთ და მათ შორის, თუ ამის სურვილი იქნება, შეგვიძლია ქუთაისშიც ჩავატაროთ ასეთი მასშტაბური შეხვედრები", - ამბობს ნინო ჩიქოვანი.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მოსმენილ პრობლემებს, პალატის წარმომადგენლები განიხილავენ, განმეორებით შეხვედრაზე კი მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა 1960 წელს შეიქმან და ის ქვეყანაში ყველაზე დიდ საწარმოთა გაერთიანებას წარმოადგენს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.