ყველაზე დაბალი მონაცემები სამცხე-ჯავახეთსა და გურიას აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის ფაქტების ახალ
სტატისტიკას აქვეყნებს.
მიმდინარე წლის ბოლო 5 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის ყველაზე
მეტი ფაქტი იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა. შსს-ს ინფორმაციით,
რეგიონში 78 ასეთი შემთხვევა მოხდა. მათგან სისხლის სამართლებრივი
დევნა 70 ფაქტზე დაიწყო.
იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის შემდეგ, ოჯახში ძალადობის შემთხვევების
მაღალი მაჩვენებლი კახეთშია აღრიცხული, სადაც 70 ფაქტიდან საქმე 65
-ზე აღიძრა.
სტატისტიკაში ყველაზე დაბალი მონაცემები სამცხე-ჯავახეთსა (24 ფაქტი)
და გურიას (9 ფაქტი) აქვს.
საქართველოს მასშტაბით, ბოლო 5 თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის
594 ფაქტი მოხდა.
შსს-მ ბოლო სტატისტიკა მიმდინარე წლის
20 იანვარს გამოაქვეყნა, სადაც, ამ კუთხით კვლავ
იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი ლიდერობდა.
მასალის გამოყენების პირობები