ბრალდების მხარე 15-მდე მოწმეს სასამართლო პროცესებზე ეტაპობრივად
წარადგენს.
ბაღდათის გამგებლის ირაკლი გეგეშიძის საქმესთან დაკავშირებით
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაიკითხებიან.
სასამართლო პროცესზე, გამგეობის წევრებს მოწმეების სტატუსით
ბრალდებლის მხარე ეტაპობრივად წარადგენს.
ირაკლი გეგეშიძის ადვოკატის, კახაბერ წერეთლის განმარტებით,
დაახლოებით 15-მდე მოწმე დაიკითხება.
"ბრალდების მიერ წარმოდგენილი მოწმეების დაკითხვას დავეთანხმეთ,
რადგან მათი დაკითხვა სასარგებლო ინფორმაციას მოგვაწოდებს. პირველ
ეტაპზე, სავარაუდოდ მოწმეების სტატუსით, ექსპერტიზის წარმომადგენლებს
დაკითხავენ", - განმარტავს ადვოკატი.
მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებები დაცვის მხარესაც
აქვს, რომელსაც ბრალდებლის მხარის მოსმენის შემდეგ წარადგენენ.
ბაღდათის გამგებლის საქმის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო
სასამართლოში მიმდინარე წლის 13 ივლისს არის ჩანიშნული. ირაკლი
გეგეშიძე მიმდინარე წლის
25 აპრილიდან ამ დრომდე პატიმრობაში
იმყოფება.
დაკავებულ გამგებელს სასამართლო უწყება ბაღდათი-საკრაულას
სამკილომეტრიანი გზის მონაკვეთის სარეაბილიტაცოდ გამოყოფილი თანხის
გაფლანგვაში და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში
ედავება.
ამავე თემაზე:
ბაღდათი-საკრაულას
გზა ციხისკენ (ვიდეო)
ბაღდათში
ელექტრონული ტენდერების გამოცხადება პარალიზებულია
ბაღდათის
გამგეობა ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა
ბაღდათის გამგებლის
მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს
ბაღდათის
გამგებლის ყოფილმა მოადგილემ საკუთარი თავი თანამდებობაზე
აღიდგინა
მასალის გამოყენების პირობები