ქუთაისის აკაკი წერთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი "ჰაკათონი"
დასრულდა.
მარათონის მონაწილე 16 გუნდმა 48 საათის განმავლობაში სხვადასხვა
ტექნოლოგიის (
hardware&software)
გამოყენებით ახალ, ინოვაციურ იდეებზე იმუშავა.
თოთოეულმა ჯგუფმა თავიანთი იდეა-გამოგონების პრეზენტაცია
განახორციელა, რის შემდეგაც ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი
გამოავლინა.
პირველი ადგილი თბილისურ ჯგუფს "
Hand for
help" –ს (4000 ლარი) ერგო, რომელმაც ხელის პროთეზის
ინოვაციური პროექტი შექმნა.
მეორე ადგილზეც თბილისში არსებული სანდიეგოს უნივერსიტეტიდან "ბლექ
ბრაზერი" გავიდა, რომელსაც 2 500 ლარი გადაეცა. ამ ჯგუფში
გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა პარკინგის წინასწარი დაჯავშნის მოდელი
განახორციელეს.
მესამე ადგილის მფლობელი გუნდი "
Step by
step", პროექტით "
Smart City" გახდა.
მათი პროექტი 1 500 ლარით დაჯილდოვდა. ამ იდეისთვის ახალგაზრდების
ჯგუფს ქუთაისის მერიისგან დამატებით 1 000 ლარით გადაეცათ.
მუნიციპალიტეტმა ისინი თავიანთ ფავორიტად აღიარა.
ჰაკათონს, რომელიც წერეთლის უნივერისტეტში ორი დღე გრძელდებოდა,
მონაწილეები აფასებენ.
"კარგი გამოცდილება, საუკეთესო მოტივაცია, უძილო ღამეები, ბევრი
მეგობრები, დიდი გეგმები, იდეალური გარემო". "ასეთი ორგანიზებული და
კარგი გარემო საქართველოში ჩატარებულ არც ერთ "ჰაკათონზე" არ ყოფილა,"
- აღნიშნავენ მონაწილეები.
პროექტი "ჰაკათონი" წერეთლის უნივერისტეტის სტუდენტური საინიციატივო
ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა.
რაც შეეხება პროექტის ჟიურის, მის შემადგენლობაში უმაღლესი
სასწავლებლის რექტორი, გიორგი ღავთაძე, "მაიკროსოფტის" წარმომადგენელი
საქართველოში, შოთა მურცხვალაძე, პროგრამისტი - მალხაზ ჯინჯიხაძე,
საინჟინრო მიმართულების სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია
"ფაბლაბის" ტექნიკური მენეჯერი, გიორგი ჩაჩუა და დეველოპერი - რამინ
ჯუღელი გახლდნენ.
"ჰაკათონში" ჩართვა ნებისმიერ მსურველს, ასაკის შეუზღუდავად როგორც
ინდივიდუალურად, ასევე, გუნდებად შეეძლო.
მასალის გამოყენების პირობები