"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ხელმძღვანელობაში
აცხადებენ, რომ გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასები მომდევნო თვიდან
გაეზრდებათ.
ორგანიზაციის დირექტორი, გიორგი კობერიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში
აცხადებს, რომ დაბალ ანაზღაურებაზე მომუშავე პერსონალს ხელფასები
30-40%-ით გაეზრდებათ.
"ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ და მივიღეთ
გადაწყვეტილება, რომ მინიმალური ხელფასის მქონე თანამშრომლების
ანაზღაურებამ მოიმატოს," - ამბობს კობერიძე.
მისივე თქმით, ხელფასების ზრდა არა მხოლოდ ქუთაისის სერვისცენტრის
თანამშრომლებს, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზაციის
ფილიალების ტექნიკურ პერსონალს მოემატება.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრის
ტექნიკური პერსონალი დღეს გაიფიცა.
ორგანიზაციის 50-მდე გაფიცული თანამშრომელი აანონსებდა, რომ მუშაობას
ხელფასების მომატებამდე არ გააგრძელებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები