საფეხბურთო
კლუბი ამ დროისთვის პირველ ლიგაში ასპარეზობს.
ტყიბულის "მეშახტეს" მთავარ მწვრთნელად კახაბერ გოგიჩაიშვილი
დაინიშნა.
გარდამავალი ჩემპიონტისთვის გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი
მოამზადებს. კახაბერ გოგიჩაიშვილი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო
სპეციალისტი და წარმატებული ფეხბურთელი გახლავთ.
მან საფეხბურთო კარიერა 1988 წელს თბილისის "დინამოში" დაიწყო.
გოგიჩაიშვილი სხვადასხვა წლებში ქართულ და უცხოურ კლუბებში თამაშობდა,
1992–2000 წლებში კი ქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გახლდათ.
როგორც ფეხბურთელმა, უმაღლესი ლიგის ჩემპიონის ტიტული 5–ჯერ მოიპოვა,
საქართველოს თასის გამარჯვებული კი 4–ჯერ იყო.
2014–2015 წლებში კახაბერ გოგიჩაიშვილი, მწვრთნელის რაგნში
საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გახდა.
მასალის გამოყენების პირობები