ჭიათურის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში საბავშვო ბაღი ამ დრომდე არ
არსებობდა.
სოფელ მანდაეთსა და თვალუეთში სკოლამდელი დაწესებულებები
გაიხსნა.
ბაღები კეთილმოწყობილია და თითოეული 20 აღსაზრდელზეა
გათვალისწინებული.
როგორც ჭიათურის გამგებელი სულხან მახათაძე ამბობს, სოფელ მანდაეთსა
და თვალუეთში საბავშვო ბაღები ამ დრომდე არ არსებობდა.
"იყო კონტიგენტი, მაგრამ არ იყო საბავშვო ბაღები, ამიტომ მათი შექმნა
წინგადადგმული ნაბიჯია მომავალი თაობებისთვის," - აცხადებს სულხან
მახათაძე.
ახლადმოწყობილი სკოლამდელი დაწესებულებები, იმერეთის გუბერნიის
წარმომადგენლებმა მოინახულეს.
სკოლამდელი დაწესებულებების მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39
797 ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები