ახალი ამბები
შვიდი რამ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება ჭამის შემდეგ
FaceBook
1. პირველი და მწეველთათვის, ალბათ, ყველაზე საშინელი აკრძალვაა ჭამის შემდეგ მოწევა კატეგორიულად დაუშვებელია - დიდ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. ექსპერტთა დასკვნით, ჭამის შემდეგ ერთი ღერის მოწევა ჩვეულ რეჟიმში ათი ღერის ზედიზედ მოწევას უტოლდება. დასკვნა თავად გამოიტანეთ.
2. არ შეიძლება ხილის მიღება უშუალოდ ჭამის შემდეგ. საკვებს ჩაროზად დაყოლებული ხილი არღვევს საჭმლის მონელების პროცესს, იწვევს შებერილობას. ხილი ჭამამდე ერთი საათით ადრე ან ჭამიდან ერთი-ორი საათის შემდეგ უნდა მიირთვათ.
3. არ შეიძლება ჩაის დალევა ჭამის დროს და ჭამის შემდეგ. ჩაის ნაყენში არსებული მჟავები აფერხებს საკვებთან ერთად მიღებული ცილების მონელებას, ტანინი კი ხელს უშლის კალციუმისა და სხვა მინერალების შეწოვა-ათვისებას.
4. თუ საკვები ქამარშემოჭერილმა მიირთვით, მისი მოშვება არც იფიქროთ - ამით უხეშად ჩაერევით საჭმლის მონელების პროცესში. მიღებული საკვები ერთბაშად, ქვასავით ჩაეშვება ქვემოთ და საჭმლის მონელება გარკვეული ხნით სრულიად დაიბლოკება. ნუ გაგეცინებათ - ეს მეტად საშიშია. თუ ვინმეს ერთხელ მაინც გაუკეთებია ეს, ალბათ არასოდეს დაავიწყდება განცდილი დისკომფორტი, სიმძიმისა და გაქვავების შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში.
5. ჭამის შემდეგ არც შხაპისა და არც აბაზანის მიღება არ შეიძლება. წყლის პროცედურა, შხაპი იქნება ეს თუ აბაზანა, სისხლის ნაკადის გადანაწილებას იწვევს. ძლიერდება სისხლის მიდენა კიდურებისა და კანისკენ, ხოლო შინაგან ორგანოებს, მათ შორის - კუჭსაც, სისხლი აკლდება. ვფიქრობთ, დამატებითი განმარტება აღარ არის საჭირო, თავადაც მიხვდებით, რა ზიანი მიადგება საჭმლის მონელების პროცესსა და ამ პროცესში ჩართულ, მობილიზებულ ორგანოებს.
6. აკრძალულია ჭამის შემდეგ მხარ-თეძოზე წამოწოლაც, თუმცა მოძველებული შეხედულება, რომ ჭამის შემდეგ სასურველია აქტიური მოძრაობა საკვების უკეთ მონელებისთვის, ასევე უარყოფილია. აქტიური მოძრაობა, ისევე როგორც უმოძრაობა არღვევს მონელების პროცესს და ზოგიერთი ნივთიერებების შეწოვას აფერხებს. უკეთესია ნელ-ნელა ჭამა, ჭამის შემდეგ კი ერთხანს მაგიდასთან მშვიდად ჯდომა. მერე შეგიძლიათ ამოძრავდეთ, მშვიდად გაიარ-გამოიაროთ ან ნელი ნაბიჯით გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე. არავითარ შემთხვევაში არ გაიქცეთ და არც საქმეს შეეჭიდოთ ნაჩქარევად.
7. არ შეიძლება ჭამის შემდეგ დაძინება, მიუხედავად იმისა, რომ კარგად დანაყრებულ ადამიანს ძილი ერევა (ამას თავისი ნეიროფიზიოლოგიური საფუძველი აქვს). ჭამის შემდეგ ძილის მოყვარულებს გასტრიტი, კუჭის ინფექციები და საჭმლის მონელების დარღვევა ემუქრებათ. რაც შეეხება ნეიროფიზიოლოგიურ საფუძველს: მოგრძო ტვინში მდებარეობს სოლიტარული ტრაქტის ბირთვი, რომელიც საკვების გემოსა და ვისცერული (შინაგანი ორგანოების) მგრძნობელობის შესახებ ინფორმაციის მიმღებია და, იმავდროულად, ჩართულია ნელტალღოვანი ძილის ნერვული მექანიზმების მოქმედებაში. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კარგად დანაყრების შემდეგ ძილის მორევა ამ ბირთვის გააქტივებით არის გამოწვეული. თუ თვლემას ვერ უმკლავდებით, დაიძინეთ ჭამიდან, სულ მცირე, ერთი საათის შემდეგ.
წყარო:mkurnali.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.