ნიკოლოზ ლატარია, შესაძლოა, საპარლამენტო სიის ათეულში მოხვდეს.
"კონსერვატიული პარტიის" წევრი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია, შესაძლოა თავისივე პარტიამ საარჩევნო სიის
ათეულში ჩასვას, რაც იმას ნიშნავს, რომ ლატარიას საპარლამენტო
არჩევნებზე პარლამენტის დეპუტატობის შანსი ექნება.
თავად ნიკოლოზ ლატარია "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ
სიებთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს და
გადაწყვეტილება არც მის კანდიდატურაზეა მიღებული.
"უახლოეს დღეებში გვეცოდინება დაზუსტებული სია. ზუსტად ვერც ჩემზე
გეტყვით ვიქნები თუ არა სიის ათეულში", - განაცხადა ლატარიამ.
იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზ ლატარია საქართველოს პარლამენტში პარტიული
სიით შევა, მას ქუთაისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატზე
უარის თქმა მოუწევს.
მასალის გამოყენების პირობები